მსოფლიოს ორი ულამაზესი ქალი და ყველაზე ძვირად ღირებული ბიუსტჰალტერები


ბრენდ Victoria's Secret-ის ტრადიციულ შოუმდე ერთი თვით ადრე ცნობილი გახდა, რომ ლონდონში ჩვენებაზე Fantasy Bra-ს ორ ბიუსტჰალტერს წამოადგენენ, რომელთა ღირებულება 2 მლნ დოლარს აღწევს. თითოეული მათგანი 16 000 ძვირფასი ქვითაა მოოჭვილი და 18-კარატიანი ოქროთია შემკული.



პოდიუმზე ძვირფას ეგზემპლარებს ბრენდის მთავარი სახეები - ადრიანა ლიმა და ალესანდრა ამბროსიო წარადგენენ. ბრაზილიელმა ლამაზმანებმა ბიუსტჰალტერები ჩვენების ფოტოსესიაზე უკვე მოირგეს.

ძვირად ღირებული ბიუსტჰალტერის ავტორი პასკალ მუავადია, რომელიც საიუველირო სახლ Muawad-ის წარმომადგენელია.