ცოტნე გამსახურდია: ძვირფასო ირაკლი, გიორგი გაბუნია ჟურნალისტი არაა!

ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში ჟურნალიტ გიორგი გაბუნიას შესახებ საკუთარ მოსაზრებას წერს.


„ირაკლი ალასანია, გაბუნიას: - „თქვენ კარგი ჟურნალისტი ბრძანდებით"
არა, ძვირფასო ირაკლი, გიორგი გაბუნია ჟურნალისტი არაა. ის „ნაცმოძრაობის" ტელესპიკერია.


ახლა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნაციონალებისთვის არ არსებობს არც ქვეყნის ინტერესები, არც უსაფრთხოება, არც რაიმე ღირებული - რევანშიზმისა და საკუთარი ამბიციების გარდა. დავრწმუნდი, სხვათაშორის, რომ მომავალში გამორიცხულია ალასანიას მათთან რაიმე ფორმით ალიანსი.
ჩართვამ სახელისუფლებო ტალანებიდან ვაზელინის სუნი მოიტანა. აქ ხომ მუდამ ცდილობენ წაქცეულის ჩაწიხლვას და ამ წიხლებით ქულების დაწერას.
და ბოლოს, ედუარდ, უკაცრავად, ალექსი პეტრიაშვილის წასვლით დაიღუპება ვითომ სამშობლო? :)))
როგორც იტყვიან, ამ ეტაპზე ეს მინდოდა მეთქვა", - წერს გამსახურდია.

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)