გოგა ხაინდრავა: აგვიხსნას მაია ფანჯიკიძემ, ვინ დაავალა მას, რომ ევროატლანტიკური კურსის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადაედგა!

კონორეჟისორი გოგა ხაინდრავა თვლის, რომ  ბოლო დღეებში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა საზოგადოება ისეთი პოლიტიკური დემარშის წინაშე დააყენა, რომელმაც ქვეყანას ძალიან რთული და სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

„იმაზე ბევრად რთული, ვიდრე ეს პოლიტიკურ თოქ-შოუებში ჩანს",- აღნიშნა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორის" პრესკლუბში სტუმრობისას.

„როდესაც მსგავს განცხადებებს აკეთებს მარგინალების ჯგუფი, ეს არის საერთაშორისო ასპარეზზე ატომური ბომბის აფეთქების ტოლფასი.
მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, მოვითხოვ,  გამოვიდეს მაია ფანჯიკიძე და საქართველოს მოსახლეობას  აუხსნას, ვინ დაავალა მას,  რომ ევროატლანტიკური კურსის საწინააღმდეგო  ნაბიჯები გადაედგა.  წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ ეს იყო პოლიტიკური საბოტაჟი - საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.