"თანამდებობის დატოვება ალბათ, ემოციური გადაწყვეტილება იყო"

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი თანამდებობაზე დარჩენის მიზეზებს "პირWელთან" განმარტავს.

როგორც დიპლომატმა განაცხადა, გუშინ გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა და ირაკლი ღარიბაშვილმა დაარწმუნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი არის შეუქცევადი.



თამარ ბერუჩაშვილი აღნიშნავს, რომ ის აცნობიერებს პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის ევროპაში, სადაც მინისტრის მოადგილე საკუთარი გამოცდილების გამოყენებას აპირებს.

რაც შეეხება შეკითხვას, მიიღო თუ არა თამარ ბერუჩაშვილმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ და მანამდე ჰქონდა თუ არა საუბარი პრემიერთან იმის შესახებ, რომ ევროპულ კურსს საფრთხე არ ემუქრებოდა, დიპლომატმა აღნიშნა, რომ ალბათ, ეს ემოციური გადაწყვეტილება იყო.

თამარ ბერუჩაშვილმა თანამდებობის დატოვების მიზეზებზე საუბრისას 5 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე ემუქრება.


http://pia.ge/