ცნობილი M-1-ის მებრძოლი, გურამ გუგენიშვილი გარდაიცვალა

28 წლის ასაკში M-1-ის მებრძოლი, გურამ გუგენიშვილი გარდაიცვალა. სპორტსმენის გარდაცვალების მიზეზი ავტოავარია გახდა, ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. გურამ გუგენიშვილი 1986 წლის 23 ივლისს დაიბადა. ის M-1-ის 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონია. იგი უკრაინაში ცხოვრობდა და რინგზე საქართველოსა და უკრაინის დროშებით გამოდიოდა.