ზურა ხაჩიძეს ხათუნა ჟორდანიას ყოფილი ქმარი "სიძეს" ეძახის

ნინი ქარსელაძე მშობლებით ამაყობს. მამაზე ყოველთვის განსხვავებული ემოციით საუბრობდა, დედა მისი მეგობარია... ნინი ძველ საინტერესო ამბებს PrimeTimeNews–ისთვის იხსნებს.

ნინი ქარსელაძე: – ზურამ და ხათუნამ რომ იქორწინეს, მამა მაშინ ციხეში იჯდა და იქედან დაურეკა დედას და ასეთი რამ უთხრა: "დემი მური რომ თხოვდებოდა, ყოფილმა ქმარმა, ბრუს უილისმა დაურეკა და უთხრა, თუ გინდა მეჯვარედ წამოგყვებიო და შენც თუ გინდა, მეჯვარედ წამოგყვებიო". ხათუნამ, კაი რა, თეკუჩა,
ნუ ბოდავ რაღაცებსო და ტელეფონი გაუთიშა. მამაჩემი ზურას სიძეს ეძახის. საოცარი ისტორია გვაქვს ოჯახში. ბებიაჩემი, მამაჩემის დედაც მოდის ჩვენთან სტუმრად და ამაში არაფერი პრობლემა არ არის. პირიქით, ყველა თბილად და ტკბილად იღებს. მამაჩემი ძალიან „ლაითი“ ადამიანია. ყველაფერზე დამყოლია. ხათუნამ ბევრი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ზურა ვერ დაიყოლია, რომ ანასტასიას პასპორტით ორი გვარი ჰქონოდა, ხაჩიძე-ჟორდანია. მამაჩემი კი დაიყოლია და მე ქარსელაძე-ჟორდანია ვარ.
ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს მამასთან. საერთოდ, რაც წლები გადის უფრო ვხვდები დედის და მამის ფასს. ბავშვობაში ასე ვერ ვაცნობიერებდი. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ვამაყობ, რომ ხათუნა ჟორდანიას და თეკუჩა ქარსელაძის შვილი ვარ. სადაც არ უნდა ვიყო, წინ მხვდება, ეს თეკუჩას შვილია, ხათუნას შვილიაო...