სკანდალი - ზურა გორგაძე ტელეკომპანია "მაესტრო"-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

"ცეკვავენ ვარსკვლავები"-ს მონაწილე ზურა გორგაძე ტელეკომპანია "მაესტრო"-სგან, არსწორად გაკეთებული სიუჟეტის გამო, ბოდიშის მოხდას ითხოვს. "ცეკვავენ ვარსკვლავები"-ს წინა ტურში, სადაც ჟიურის წევრად თურქი მსახიობი, მურატ ილდიმირი იყო მოწვეული, გაიჟღერა, რომ მის გმირს თურქულ სერიალში ქართულად ზურა გორგაძეც ახმოვანებდა. როგორც ტელეკომპანია "მაესტრო" ამტკიცებს, მისი გახმოვანების ექსკლუზივი სხვა ადამიანს ჰქონია და ამ თემის შესახებ სიუჟეტი მომზადდა, რამაც ზურა გორგაძე კიდევ ერთხელ აღაშფოთა და ტელეკომპანიას ოფიციალურად მიმართა.



ზურა გორგაძე: "გავატარე ის, რომ საერთოდ ვინმე გამომეკიდა ჩემს ნათქვამზე!(რომელიც აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და აღარ ვაპირებ ახსნას, რატომ, როგორ, რანაირად ისედაც საკმარისი ნერვი, ენერგია და დრო დავხარჯე , ისედაც საგიჟეთ რეჟიმში (ესეც ზრდილობის და შინაგანი მორალის გამო) გავატარე ის რომ გადაცემას ამზადებთ ჩემზე, უჩემოდ ! გავატარე ის რომ ამავე გადაცემაში, აბსოლუტურად ყველა, გარეული და "შინაურიც" მატყუარას მეძახის, რაღაც ექსკლუზივის გამო ,რომლის შესახებაც არაფერი მსმენია , ნეტავ რატომ უნდა მსმენოდა რაიმე?! (ანუ არაფრის გამო) ან საერთოდ რატომ უნდა ვაბარო ანგარიში მის აღმატებულება მაესტროს?! გავატარე ის რომ მომენტში როდესაც ყველაზე მეტად მჭირდება საზოგადოების თანადგომა, რასაც ნამდვილად ვგრძნობ, რისთვისაც დიდი მადლობა ადამიანებო  ამავე საზოგადოებას, რეიტინგს დახამებული პერსონაჟის სახით წარუდგინეს ჩემი თავი(არაფერში მჭირდება იაფ ფასიანი რეიტინგი თქვენგან განსხვავებით თქვენო აღმატებულებავ!!! და ბოლოს ამ ყველაფრის შემდეგ , ამავე ტელევიზიას, უკვე საინფორმაციო გამოშვებისთვის ჩავეწერე(მახსოვს ერთ დროს ობიექტურობას აწვებოდნენ)!სწორედ ამ მახინჯი მიზნებით!მახინჯი გონებით!დამახინჯებულლად აწყობილ სიუჟეტს ვერ გავატარებ!!! მოვითხოვ ჩემი კომენტარის სრული ვერსიის გამომზეურებას!!!(ასევე რეალტივის წარმომადგენლის , ბესო კვარაცხელიას კომენტარის სრულ ვერსიას)...და აქვე ბოდიშს მაესტროსგან მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩემი მსგავს მდგომარეობაში ჩაგდების გამო!!! გთხოვთ დააშეარეთ ყველამ რადგან ისე "მოაყომარეს" ყველაფერი რომ ხელი შემახოცეს და ბუჩქებში მიიმალნენ!!! ნამდვილად აღარ ვაპირებდი ამ თემისკენ ისევ მიბრუნებას, მითუმეტეს ჩემი ნებით, მაგრამ თუნდაც საზოგადოების იმ მცირე ნაწილს, რომელსაც იმ მომენტში გადართული ჰქონდა მაესტროზე, რატომ უნდა შეექმნას ჩემზე არასწორი წარმოდგენა, არაკეთილსინდისიერად აწყობილი სიუჟეტებისა და კომენტარების გამო!!!".