"ცოტა ხანში საგანელიძეზე ბევრად ღირსეულ ადამიანებს უნდა შევხვდე, რომლებზეც რამდენსაც გინდათ, გელაპარაკებით"


“საგანელიძეზე საუბარი არ მინდა, რადგან ცოტა ხანში გაცილებით ღირსეულ ადამიანებს უნდა შევხდე და მათზე რამდენსაც გინდათ, იმდენს გელაპარაკებით”,-ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკვე ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით საგანელიძის გუშინდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ე.წ. კაბელების საქმეში კორუფციული გარიგების კვალი ჩანს.

“არ ვიცი, რა მასალებს გაეცნო დავით საგანელიძე, მაგრამ არ მინდა მასზე საუბარი, რადგან ცოტახანში გაცილებით უფრო ღირსეულ ადამიანებს უნდა შევხდე და უფრო კარგ ხახლთან მაქვს საქმიანი ურთიერთობა და მათზე რამდენსაც გინდათ იმდენს გელაპარაკებით. დანარჩენი თქვენ თვითონ დაასკვენით”,-განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.