ტვინის მკვებავი პროდუქტები

ტვინს, ისევე როგორც ადამიანის სხვა ორგანოებს, განსაკუთრებული კვება სჭირდება. ჩვენ მიერ შედგენილი რაციონი დაგეხმარებათ, გაიუმჯობესოთ მეხსიერება, რეაქცია და კონცენტრაციის უნარი. კაკალი გონებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. ის ტყუილად როდი წააგავს ტვინის ხვეულებს. მდიდარია ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებით. კაკლის შემადგენლობაში შედის ლეციტინი, რომლიც აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და ააქტიურებს მეხსიერებას. 5 ცალი კაკლის გული C ვიტამინის სადღეღამისო ნორმაა, რომელიც აუცილებელია აზროვნებითი პროცესებისთვის. კაკალი აფერხებს ტვინის დაბერებას. ამერიკელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ იგი ძალიან სასარგებლოა რადიაციული ფონის მომატებისას.

გინგკო ბილობა - ამ ბალახს აღმოსავლეთის ქვეყნებში მეხსიერების პრობლემების სამკურნალოდ უკვე რამდენიმე ათასი წელია იყენებენ. გინგკო აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას, რის წყალობითაც ტვინს უფრო მეტი ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები მიეწოდება. გარდა ამისა, ეს ბალახი ხელს უშლის თავის ტვინის უჯრედების დაზიანებას. როზმარინი ბუნებრივად ამცირებს ტვინის დაღლილობას. ბოლოდროინდელ კვლევათა შედეგების თანახმად, ის დამახსოვრების უნარს 18%-ით ზრდის. ანტიოქსიდანტები და კარნოზინის მჟავა, რომლებითაც მდიდარია როზმარინი, ხელს უწყობს ტვინის მუშაობის გაუმჯობესებას. ოფისის მოსამსახურეთა გონებრივ მუშაობას როზმარინის სუნიც კი აუმჯობესებს. სალბი მეხსიერების გაუმჯობესების თვალსაზრისით არცთუ უკანასკნელ ადგილს იკავებს. ეს ბალახი ოპტიმიზაციას უწევს ტვინის ქიმიური ნივთიერებების დონეს და მისი უჯრედების აღდგენაში გადამრთველის როლს ასრულებს. ბრიტანელი სპეციალისტები გვირჩევენ, ვსვათ სალბი, რათა გავიუმჯობესოთ მეხსიერება. კვლევები მოწმობს, რომ სალბი თრგუნავს იმ ამინმჟავების მოქმედებას, რომლებიც პასუხს აგებენ მეხსიერების დარღვევაზე. ამ მცენარის საფუძველზე მზადდება ახალი მედიკამენტი ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდ. სხვა მცენარეული საშუალებებიდან, რომლებიც ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას, შეგვიძლია გირჩიოთ ჟენ-შენი, გოტუ-კოლა და კოჭას ფესვი. კიდევ რა აუმჯობესებს მეხსიერებას, იხილეთ სტატიაში "მცენარეული წამლები და საკვები მეხსიერების სამსახურში"