ავარია ხაშურში - გარდაცვლილია დედა, მამა და შვილი

ხაშურის რაიონის, სოფელ აგარებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.


მათი ინფორმაციით, ავტომობილი სავალი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. როგორც ცნობილია, მანქანაში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. დედა, მამა და შვილი ადგილზე გარდაიცვალნენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს.