სასიყვარულო SMS-ები სხვის ცოლს და სასტიკი ცემით დასრულებული საქმის გარჩევა - კასპის მკვიდრი 4 პოლიციელს უპირისპირდება

კასპის მკვიდრი ზვიად ფეიქრიშვილი ადგილობრივ პოლიციელებს უპირისპირდება და მათ ძალადობაში ადანაშაულებს. ზვიად ფეიქრიშვილი "იმედის კვირას" დაუკავშირდა და მისი პრობლემებით დაინტერესება სთხოვა. ფეიქრიშვილი დეტალურად ჰყვება იმის შესახებ, რაც 4 აპრილს კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკის სასაფლაოებთან მოხდა.

როგორც ზვიად ფეიქრიშვილი ჰყვება, 4 აპრილს სოფელ ზემო ხანდაკიდან კასპის პოლიციის 4-მა თანამშრომელმა საქმის გასარჩევად წაიყვანა. პოლიციელების დანიშნულების ადგილი დასახლებული პუნქტიდან 300 მეტრის მოშორებით, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორია აღმოჩნდა. ფეიქრიშვილი პოლიციელების ვინაობასაც ასახელებს.
თემაზე სიუჟეტი ”იმედის კვირამ” მოამზადა.

სასიყვარულო SMS-ები სხვის ცოლს და სასტიკი ცემით დასრულებული საქმის გარჩევა - კასპის მკვიდრი 4 პოლიციელს უპირისპირდება

Posted by backround.ge on 20 Апрель 2015 г.