ეგვიპტის პრეზიდენტის ინაუგურაცია მასობრივი გაუპატიურებით აღინიშნა (+18)

ინტერნეტში გავრცელდა კადრები, რომელშიც  მამაკაცების ჯგუფი, კაიროს ცენტრში, ტაჰრირის მოედანზე ჯგუფურად 19 წლის გოგონას აუპატიურებს და პრეზიდენტ აბდულ-ფათაჰ ალ-სისის ინაუგურაციას ასე აღნიშნავს.

რედაქცია გაფრთხილებთ: ვიდეოს ნახვა არაა მიზანშეწონილი 16 წლამდე ასაკის პირებისთვის


ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ინაუგურაციის დღეს  სექსუალური ძალადობის მსხვერპლი  27 ქალი გახდა. მათ საზეიმო აქციის დროს  ტაჰრირის მოედანთან მოუწიათ გავლა. აქციის  მონაწილეები  გოგონებს დასდევდნენ და ზოგიერთს ადგილზე აუპატიურებდნენ.

მას შემდეგ, რაც აღნიშნული ვიდეო „Sexual harassment in Egypt - Tahrir square. Presidential ceremonies +18“ ინტერნეტში გამოჩნდა, პოლიციამ დააკავა 7 მამაკაცი, რომელთა ასაკი 15-იდან 49 წლამდეა, თუმცა ჯერჯერობით არცერთ მათგანს ოფიციალური ბრალდება არ წაყენებია.

დაზარალებულ ქალების დასაცავად ერთბაშად რამდენიმე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია გამოვიდა.

მაისიდან ეგვიპტეში  მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც პირს სექსუალური ძალადობისთვის  3-იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და  1, 400$-ის ოდენობით ჯარიმა დაეკისრება.