"ბექას ყვირილი გავიგე... ბოდიში მინდა მოვუხადო ბექას, ვერ გავუფრთხილდი" - ტრაგედიის დეტალები

ვალერიან გრძელიშვილის თქმით, თქმით, ფოტოების ნახვის შემდეგ ამოიცნო, რომ მათ წინააღმდეგ გასროლა ნამდვილად შალვა აბულაძემ განახორციელა.


ვარკეთილში დაჭრილ პოლიციელს ვალერიან გრძელიშვილს მეგობრის, ბექა მარგიშვილის გარდაცვალების ამბავი რამდენიმე დღის წინ გაუმხილეს.

გრძელიშვილი „იმედის კვირასთან“ ტრაგიკული შემთხვევის დეტალებს იხსენებს.

მისი თქმით, ფოტოების ნახვის შემდეგ ამოიცნო, რომ მათ წინააღმდეგ გასროლა ნამდვილად შალვა აბულაძემ განახორციელა.



„ჩვენკენ ისე გამოიხედა, არ ესიამოვნა აშკარად ჩვენი დანახვა. რაღაც დამაეჭვა მისმა საქციელმა, დავუძახეთ, მივედით მასთან და როგორც კი შემოტრიალდა დავინახე, რომ იარაღს მესროდა. შემდეგ გავიგე მეორე სროლა და ბექას ყვირილი - დაჭრილი ვარ. ნამდვილად შალვა აბულაძე იყო. ბექას ბოდიში მინდა გადაუხადო, რომ ვერ გაუფრთხილდი“, - ამბობს გრძელიშვილი.

შეგახსენებთ, 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.