თავდასხმის შედეგად გაერო-ს 9 თანამშრომელი დაიღუპა

სომალიში გაერო-ს თანამშრომლების ავტობუსს თავს დაესხნენ. დაღუპულია 9 ადამიანი, მათ შორის ორი კენიელი და შვიდი სომალელი.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ავტობუსს გაერო-ს თანამშრომლები ქალაქ გაროუეში გადაჰყავდა. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, თავდასხმა სავარაუდოდ ისლამისტურმა დაჯგუფება “ალ-შაბაბმა” განახორციელა. „ალ-შაბაბის“ ტერორისტების ძირითადი ბაზა სომალიში მდებარეობს. მათ მჭიდრო კავშირი აქვთ საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაცია , „ალ-ქაიდასთან.“