კოტე თოლორდავას ოჯახი ბინას კარგავს

"იმედის კვირამ" ტრაგიკულად დაღუპული მსახიობი კოტე თოლორდავა გაიხსენა. სტუდიაში იმყოფებოდნენ მსახიობის მეგობრები, რომლებმაც საზოგადოებას უამბეს კოტე თოლორდავას ოჯახის სერიოზული პრობლემის - ბინის გამო აღებული ვალის - შესახებ, რომლის გასტუმრებისთვისაც მსახიობი რამდენიმე ადგილას თავდაუზოგავად მუშაობდა.