გამომშვიდობება საყვარელ ადამიანთან - ემოციური კადრები კოტე თოლორდავას დაკრძალვიდან


მსახიობი კოტე თოლორდავა საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვას მისი მეგობრები, კოლეგები და ოჯახის წევრები დაესწრნენ. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში გაიმართა, სადაც მიცვალებულის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.

ქაშუეთის ტაძრიდან გამოსვენების შემდეგ მსახიობი თეატრალურ უნივერსიტეტთან დაასვენეს, საიდანაც ახლობლებმა და მეგობრებმა მსახიობი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს. სამგლოვიარო ცერემონიის გამო დროებით შზღუდული იყო მოძრაობა რუსთაველის გამზირზე.

მსახიობი კოტე თოლორდავა 11 აპრილს გარდაიცვალა. ის რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. მსახიობის ცხედარი სასტუმროს ნომერში იპოვეს. კოტე თოლორდავა საქართველოში 17 აპრილს ჩამოასვენეს.