ამ ვნების კვირაში პირდაპირ ვაცხადებ: მჭირდება ერთი გვამი – მიხეილ სააკაშვილი

რეზო ამაშუკელი ”ნაციონალური მოძრაობის” დასჯის მოწოდებით გამოდის და მათ გასამართლებას სტადიონზე აპირებს:

”მაგათ გაკოჭილებს რომ დაყრიან შუა სტადიონზე, სანამ თითო წიხლს არ ჩავაზელ ყველას, მანამდე უფალი არ მიმიღებს. სწორედ სტადიონზე უნდა გასამართლდნენ ეგენი. ამ ვნების კვირაში პირდაპირ ვაცხადებ მჭირდება ერთი გვამი- მიხეილ სააკაშვილი!
მართალია, ეს გვამი ახლა კარგა მაგრად დარბის, მაგრამ დადგება დრო, როცა ეს გვამი სირბილს შეწყვეტს. მაგისთვის სამუდამო პატიმრობა იქნება ციდან ჩამოსული მანანა და მაგას წამებით უნდა ამოხადო სული.” – აცხადებს რეზო ამაშუკელი.

წყარო ”ასავალ-დასავალი”