"საით მივდივართ- ამერიკისკენ და ევროპისკენ, რომ ყველამ უკანალი მოვამზადოთ თუ რუსეთისკენ?"

მსახიობი გივი სიხარულიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთამ“ მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ თანამედროვე ქართველი მწერლების უმრავლესობა „მრავალსაუკუნოვან კულტურას და ტრადიციებს თავზე ამსხვრევენ“ და ამ გზით გლობალიზაციას უწყობენ ხელს


„იცით რა არის გლობალიზაციის მიზანი? პატარა ერებს ორად ორი მოთხოვნა ქონდეთ- საჭმლის და სექსის მოთხოვნილება! ეს საცოდავები სწორედ ამ ამაზრზენ კამპანიას ემსახურებიან. მაგათი იყო ს ევროკავშირი, ჩვენ თავი დაგვანებონ! დაე ჩვენი კლდემამოსილებით და ტრადიციებით დრომოჭმულნი ვიყოთ!“- აცხადებს გივი სიხარულიძე. მისი თქმით ხელისუფლებამ ცხადად უნდა დაანახოს ხალხს თუ საით აპირებს წასვლას:

„ხელისუფლებას ვეუბნები, ნუ გვეთამაშებით, უნდა ვიცოდეთ საით მივდივართ- ამერიკისკენ და ევროპისკენ, რომ ყველამ უკანალი მოვამზადოთ თუ რუსეთისკენ?“- აცხადებს მსახიობი.

წყარო „ასავალ-დასავალი“