'გადაცემა და ინგა იყოს კარგად და საერთოდ არ მჭირდება მიწვევა, ალბათ ბიძინამ დაურეკა ინა პატარკაციშვილს ლონდონში"-შალვა ნათელაშვილი

დღეს ინგა გრიგოლიას გადაცემა 'რეაქციის" პირდაპირ ეთერში, როგორც წინასწარ იყო დაანონსებული, 'ლეიბორისტების" ლიდერის შალვა ნათელაშვილის ჩართვა უნდა მომხდარიყო, რაც, როგორც წამყვანმა განაცხადა ტექნიკური ხარვეზების გამო ვერ მოხერხდა.
გადაცემის დასრულების შემდეგ, ცოტა მოგვაინებით, სოციალურ ქსელში ვერ შემდგარ სატელევიზიო ჩართვას ბატონი შალვა  გამოეხმაურა და ტექნიკური ხარვეზის სავარაუდო მიზეზები ახსნა:

" ჩვენ შევთავაზეთ გადაცემის ხელმძღვანელობას,რომ თუ ჩართვის აპარატურა არ გააჩნდათ მაინც და მაინც ჩვენთვის მე მივიდოდი როგორც ყოველთვის სტუდიაში ან გვერდით ნიუსრუმში,როგორც ხდება ხოლმე,მაგრამ ამაზეც უარი მივიღეთ.ყველაფერი კი ძალიან მარტივია,ბიძინა ივანიშვილი ორღობის ქალივით როგორც სჩვევია ურეკავს ქალბატონ ინა პატარკაციშვილს ლონდონში და აშანტაჟებს რომ თუ იმედი ჩემს მოწვევებს თავს არ დაანებებს მაშინ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას აღარ დაუბრუნებს ან პრობლემებს შეუქმნის ბადრისგან საქართველოში დატოვებული ქონების მართვა-მფლობელობაში.აი მთელი ფილოსოფია.არა და ბიძინამ კარგად იცოდა რომ ჩემო იქ მისვლა მისი რეჟიმის სააპრილო შოკი იქნებოდა ისეთი განცხადებების გაკეთებას ვგეგმავდით.სხვათა შორის რეიტინგისგან თავბრუ რომ არ დაგვსხმოდა რუსთაბი-2 მაც დაგვიკეტა ბოლო ორი თვეა,-შოუები, ალბათ შეამჩნევდით.ალბათ მათაც მიიღეს მიშასგან ტკბილი ზარი.მოკლედ ამას ვწერ და მეცინება,ამ ხალხმა რით ვერ გაიგო რომ რაც ჩაგვკეტავენ მასმედიაში მით უფრო მეტი იქნება ხალხის დაინტერესება ჩვენი ფაქტორით რადგან მეტი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში დღეს არ დარჩა,რაც რეჟიმისგან ამ აგონიური ვაკხანალიის პირდაპირი ასახვაა მე ინგას უსაფრთხოება უფრო მაღელვებს ვიდრე ჩემი გამოსვლა არ გამოსვლა,ჩემი ინფორმაციით სწორედ ჩემს ბოლო გამოსვლას იმედის კვირაში შეეწირნენ დუტა სხირტლაძე(როგორც გახსოვთ როცა რამიშვილი გამოვაცხადე ბიძინას გებელსად დუტამ პირდაპირ ეთერში გადამკოცნა,მაშინვე გულმა ცუდი მაცნობა) და ნანიკო ხაზარაძე.თვითონ ბევრწილად ჩემი მიწვევები ხდებოდა ინგას გადაცემათა დახურვის მიზეზი მიშას დროს, მზეში,იმედზე,რუსთავი2ზე და 1 არხზე,ბუნებრივია ამას ინგა პირდაპირ არ დაადასტურებს მაგრამ მე ხომ ზუსტად ვიცი.ისე გადაცემა და ინგა იყოს კარგად და საერთოდ არ მჭირდება მიწვევა,დღეს უბრალოდ განცხადება დამჭირდა იმიტომ რომ წინასწარ გამოცხადდა ჩემი გამოსვლის თაობაზე და ასეთი ფინალით დამთავრდა,ხალხს კი უნდა ცოდნოდა ჩვენი პოზიცია. შემდეგ გადაცემაში მიწვევა დიდი შეღავათი არაა,რადგან დღეისთვის სათქმელი უნდა დღეს თქმულიყო,გარდა ამისა მაგ დროისათვის მე ალბათ აქ არ ვიქნები,ასე რომ გადაცემამ ბევრი ექსკლუზივი დაკარგა, რომელსაც სხვა მოწვევა ვეღარ აანაზღაურებს"-წერს ნათელაშვილი.