გიორგი ჯანელიძე 14 წლის შვილს: თუ დავიღუპები, შენ რუსეთის წინააღმდეგ უნდა განაგრძო ბრძოლა - უკრაინაში გარდაცვლილი მებრძოლის უკანასკენლი ინტერვიუ

"ამ ადამიანის სიტყვები იმდენად გულში ჩამწვდა, რომ მომინდა მის შესახებ რაც შეიძლება მეტმა მარიუპოლის მაცხოვრებელმა გაიგოს, რომლებშიც სიტყვა "მობილიზაცია" პანიკურ შიშს იწვევს", - ამ სიტყვებით აქვეყნებს უკრაინული გამოცემა newmariupol.org-ი დაღუპული გმირის გიორგი ჯანელიძის მოკლე ინტერვიუს, რომელიც მის დაღუპვამდე თვე ნახევრის წინ გამოქვეყნდა უკრაინულ მედიაში.


ამონარიდი ინტერვიუდან:

newmariupol.org: გიორგი ჯანელიძე, ეროვნებით ქართველი, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩამოვიდა. 10 წელი ეს ადამიანი ოჯახთან ერთად თურქეთში ცხოვრობდა, თუმცა მან ყოყმანის გარეშე დატოვა აწყობილი ცხოვრება, მეუღლე და სამი შვილი და პირდაპირ იმ ქვეყანაში ჩამოვიდა,

რომელიც რუსეთის აგრესიისგან იტანჯება, ისევე როგორც მისი სამშობლო საქართველო.

-როცა მე 16 წლის ვიყავი, ჩემს სამშობლოში ომი დაიწყო. მაშინ რუსეთთან ომში ჩვენ უკრაინელები გვეხმარებოდნენ. ამიტომაც მე დღეს ჩემს ძმებს ვალი უნდა დავუბრუნო.

-ეს თქვენი პირველი ომია?
-არა, მე ვმონაწილეობდი ცხინვალის, აფხაზეთის, სირიის და ავღანეთის სამხედრო კონფლიქტებში. ამიტომაც რუსი აგრესორის მიერ ომის მართვის მეთოდებს კარგად ვიცნობ. თავად ვიცი, საკუთარი გამოცდილებიდან.

-როგორ მიიღეს თქვენი გადაწყვეტილება ოჯახის წევრებმა?
-ოჯახმა მხარი დამიჭირა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მე უკვე ვერ დავბრუნდები, ვინაიდან ჩემს ამ გადაწყვეტილებას საქართველოში ღალატად ჩათვლიან (თუმცა მე აქ საქართველოს მტერს ვებრძვი, ჩვენს საერთო მტერს). მე ჩემს 14 წლის შვილს ვუთხარი: თუ დავიღუპები, შენ რუსეთის წინააღმდეგ უნდა განაგრძო ბრძოლა.

ქართული თარგმანი: Tzona.org