„სააკაშვილს, ადეიშვილს, კეზერაშვილს კატერიდან გადმოგდებულებს და გაკოჭილებს იპოვნიან“

ირმა ინაშვილი კიდევ ერთხელ საუბრობს იმ შეთავაზებაზე, რომელიც პატრიოტთა ალიანსმა ხელისუფლების მისამართით გააკეთა. ინაშვილი ითხოვს, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა უნდა მიბაძონ ისრაელის მაგალითს და ზუსტად ისე უნდა იმოქმედონ, როგორც ისრაელის სახელმწიფო მოქმედებდა ნაცისტების წინააღმდეგ და „არგენტინაში დაძინებულ ნაცისტებს იერუსალიმის სასამართლოში აღვიძებდა“.
ინაშვილი ამბობს, რომ სპეცსამსახურებში უამრავი პატრიოტია, რომლებსაც უნდა მისცენ ეს დავალება და ისინი ამას შეასრულებენ. პატრიოტთა ალიანსის ლიდერი უფრო შორსაც მიდის და ამბობს, რომ თუ ხელისუფლება მათ საზღვარგარეძთ მყოფი ნაციონალების ჩამოყვანას- ციტატა: „ჩვენ დაგვავალოს ხელისუფლებამ სააკაშვილის, ადეიშვილის, კეზერაშვილის საქართველოში ჩამოყვანა, მოგვცეს იმის გარანტია, რომ მათ გაასამართლებენ და გპირდებით, რომ მათ ბათუმის ან ფოთის სანაპიროზე კატერიდან გადმოგდებულებს და გაკოჭილებს იპოვნიან“- აცხადებს ინაშვილი „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

წყარო- „ასავალ-დასავალი“