"იმედია, ბანკი ჰუმანურობას გამოიჩენს და განო ბავშვებით ქუჩაში არ დარჩება"

კოტე თოლორდავას მეუღლის განო მელითაურის მეგობარი მუსკოსი ციცი ფალავანდიშვილი „რეიტინგთან“ წყვილის ცხოვრებიდან რამდენიმე დეტალს იხსენებს.
"განო არ იყო ის გოგონა, რომელსაც შეყვარებულების კასკადი ჰყავდა. ერთ დღეს ჩვენთან მოვიდა და მითხრა, რომ მის ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი და ამით ძალიან ბედნიერი იყო. ძალიან ბევრისთვის კოტეს ბაბულიკას იმიჯი ჰქონდა, ცნობილი სერიალის გავლენით, მაგრამ კოტე არანაირი ბაბულიკა არ ყოფილა, ძალიან თბილი, კარგად აღზრდილი გახლდათ. განოსა და კოტეს სულ სხვა სიყვარული აკავშირებდათ, ალბათ, იმიტომ, რომ მალე უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ეს არასდროს დამთავრდება და იქნება მაგალითი, როგორ შეიძლება, ქალსა და მამაკაცს ერთმანეთი უყვარდეთ. განოსთვის ჯერ იყო კოტე და მერე მთელი სამყარო.


ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია - განოსა და კოტეს ბინის თემა.

- კოტეს ჰყავს მოხუ-ცებული დედა, რომელიც მათთან ცხოვრობს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეშია ოჯახი. განოს მშობლები გვერდში უდგანან, ჩვენც, სამეგობრო, ყველაფერს გავაკეთებთ მათთვის, მაგრამ კარგი იქნება, სხვებიც თუ დაეხმარებიან კოტეს ოჯახს. 60 000 დოლარი აქვთ დარჩენილი გადასახდელი და განო ამას ვერ გასწვდება. ხომ უნდა არსებობდეს რაღაც გამონაკლისი ბანკის მხრიდან, რომ ახალგაზრდა ქალი, პატარა ბავშვებით და მოხუცებული დედით, ქუჩაში არ დარჩნენ?!. ხომ უნდა იყოს სახსრები, რომელიც ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილ ოჯახებს მოხმარდება? მე მაინც იმედი მაქვს, რომ ბანკი ჰუმანურობას გამოიჩენს და გვერდში დაუდგება ამ ოჯახს, რომ ქუჩაში არ დარჩნენ.

ვიცი, რომ კოტეს პირველი მეუღლე, მარიამ ჯოლოგუა იყო მისული სამძიმარზე განოსთან.

-განომ ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ბუკასა და ბავშვებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდათ. რასაკვირველია, მარიამის თანხმობა რომ არ ყოფილიყო, ეს არ იქნებოდა შესაძლებელი. კოტე კი, როგორც კაცი, თავის სიმაღლეზე იდგა. სამწუხაროდ, ის დღეს აღარ არის...''