კოტე თოლორდავას ცხედარი ტაშით გააცილეს

მოსკოვში გარდაცვლილი მსახიობის კოტე თოლორდავას ცხედარი ქაშუეთის ეკლესიიდან აპლოდისმენტებით გააცილეს.

თოლორდავას ცხედარი ქაშუეთის ეკლესიიდან გამოასვენეს და ცოტა ხანში, სამგლოვიარო პროცესია რუსთაველის თეატრთან შეჩერდება.


ქაშუეთის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი 13:00 საათიდან მიმდინარეობდა, სადაც მისი ახლობელები, კოლეგები და უბრალოდ, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები იმყოფებოდნენ.

კოტე თოლორდავას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მსახიობი კოტე თოლორდავა მოსკოვში 11 აპრილს გარდაიცვალა. ის რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. მსახიობი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.