მსახიობი კოტე თოლორდავა გარდაიცვალა

მსახიობი კოტე თოლორდავა გარდაიცვალა. კოტე თოლორდავა ქართველი მსახიობების ჯგუფთან ერთად მოსკოვში, ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. არსებული ცნობით, ის სწორედ მოსკოვში დაიღუპა. გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.


კოტე თოლორდავა გადაღებებზე რუსეთის დედაქალაქში 2 დღის წინ გაემგზავრა. ის თბილისში 14 აპრილს უნდა დაბრუნებულიყო.

კოტე თოლორდავა "პალიტრა ტვ" -ს თანამშრომელი იყო.