კინაღამ კისერი მოვიტეხე... დავრწმუნდი, რომ ქალმა კაცს უნდა დაუჯეროს - ხათუნა ჟორდანია

მუსიკალური გადაცემა “ორი ვარსკვლავი“ მონაწილე, ხათუნა ჟორდანია კურიოზული ინციდენტით მიღებულ გამოცდილებას საკუთარ მეგობრებს უზიარებს.

„10-11 კვირა ვილტვოდი, რომ ზურასთან ჩავსულიყავი და გიო არ მიშვებდა.. ფეხი დაგიცურდებაო, თან ჩახვიდე თან იმღერო არ გამოვაო. ხო და, დავიგულე თავი გიოს გარეშე თუ არა, მარტო, სცენაზე, (გიო ჰოლანდიაშია მივლინებით) დავეშვი იმ ციცაბო ჩამოსასრიალებელზე და კინაღამ დავცურდი და მოვიტეხე კისერი... და საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ კაცს უნდა დაუჯეროს ქალმა, ხანდახან მაინც


ahahahaha :) თუმცა ეს ოცნებაც ხომ ავისრულე????? და მგონი ღირდა გარისკვა 17 სანტიმეტრიანი ''შპილკებით'', რაც მთავარია გადავრჩი და არ დავგორდი“-წერს ჟორდანია.

შეგახსენებთ,რომ გადაცემა „ორი ვარსკვლავის“ გამარჯვებული ჟუნალისტი, გოდერძი შარაშია გახდა, რომელსაც "კიას" ავტომობილი გადაეცა.