გაუპატიურებული ,,ნადზორები”

საბჭოთა მილიციელის ჩანაწერებიდან:   ,,ერთი პერიოდი, მოსკოვში, ბუტირკის ციხის ქალთა კორპუსში  მომიწია მუშაობა. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ქალებთან მუშაობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე, თუნდაც ყველაზე თავზეხელაღებულ მამაკაც პატიმრებთან.  ქალი  ხომ  მაცდურია, ხოლო პატიმარი ქალი – ორმაგად მაცდური, რადგან უამრავი თავისუფალი დრო აქვს და ათას ოინს იგონებს გასართობად და სექსუალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.  როგორი გასაძლებია,
როდესაც საკანში შედიხარ და ოც-ოცდაათ სრულიად შიშველ ქალს ხედავ, რომლებიც ლოგინში გეპატიჟებიან, თან ზოგიერთი ულამაზესია შესახედავად. ასეთი შემთხვევისთვის მკაცრი ინსტრუქტაჟი გვქონდა გავლილი და ინსტრუქციით, რა თქმა უნდა, სქესობრივი ურთიერთობა სასტიკად გვეკრძალებოდა. ინსტრუქციით ორი ზედამხედველიდან ერთი, საკნის გარეთ უნდა დარჩენილიყო, მეორეს კი საჭიროებისამებრ შეეძლო საკანში შესვლა. ერთხელ,  საკანში, სადაც 20 ქალი იჯდა, ჩვენი ორი ახალი, ახალგაზრდა თანამშრომელი გავგზავნე, რომლებსაც ორი პატიმარი ქალი უნდა წამოეყვანათ დაკითხვაზე.  სამი საათის მერე ჩემთან გამომძიებელი მოვიდა და გაბრაზებული ტონით მომთხოვა პატიმრების მოყვანა. გულმა ცუდი მიგრძნო, ქალთა კორპუსში გავიქეცი,  საკანში შევიჭყიტე და რას ვხედავ: ჩვენი თანამშრომლები ნარებზე არიან დაბმულები, სასქესო ორგანოებზე კანაფები აქვთ შემოჭერილი და ოცი შიშველი პატიმარი ქალი მათ სათითაოდ აუპატიურებს… მე დამხმარე ბიჭები გამოვიძახე და იქიდან ცოცხალ-მკვდარი გაუპატიურებული თანამშრომლები გამოვიყვანეთ. სარეაბილიტაციოდ ერთი თვე დასჭირდათ და კარგა ხანს ქალის ხსენებაც აღარ უნდოდათ…”