სოფლის მეურნეობის სამინისტროს „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მიწის დამუშავება, აღმოსავლეთ საქართველოსთან ერთად, დასავლეთ საქართველოშიც იწყება.

საგაზაფხულო სამუშაოებს ახორციელებს კომპანია „მექანიზატორი“, რომელსაც ტექნიკა სამეგრელოსა და იმერეთში ორ ეტაპად გადაყავს.

ქარელის და კასპის სერვისცენტრების ბრიგადების 30-მა ერთეულმა ტექნიკამ 14 აპრილის დილიდან დაიწყო გადასვლა დასავლეთ საქართველოში. ხოლო ღამის საათებში გადავიდა მარნეულის, ბოლნისის, დედოფლისწყაროს და გურჯაანის ბრიგადების 53 ერთეული ტექნიკა. სულ აღმოსავლეთ საქართველოდან გადავიდა 83 ერთეული.


დამატებითი ერთეულები შევიდა შემდეგი მუნიციპალიტეტის სოფლებში. კერძოდ, ესენია:

სამეგრელო (27 ერთეული): ზუგდიდის რაიონი, სოფელი ურთა (6); ჩხოროწყუ - ახუთი (5); მარტვილი - ქალაქი მარტვილი (6) და სენაკი - ძველი სენაკი (10).

იმერეთი (56 ერთეული) - სამტრედია - გომი (6), ნაბაკევი (5); ვანი - ვანი (5), ზეინდარი (5); წყალტუბო - მაღლაკი (8), ფარცხანაყანები (9); ხონი - დედალაური (8); ჭიათურა -კაცხი (5); ტყიბული - ხრესილი (5).

„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 14 აპრილის მდგომარეობით, მოხნულია 40 000 ჰა მიწის ფართობი. „საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამაში“ წელს 800 ათასი ფერმერი მიიღებს მონაწილეობას.