სომხეთში დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვი ოჯახის სირცხვილია

მამაკაცმა ცოლსა და დაუნის სინდრომით დაავადებულ შვილს შორის არჩევანი შვილზე გააკეთა


ახალი ზელანდიის მკვიდრს, სამოელ ფორესტსა და სომეხი ეროვნების ქალბატონს, რუზანა ბადალიანს შვილი შეეძინათ, რომელსაც ექიმებმა დაუნის სინდრომი დაუდგინეს. 

ცოლმა სემუელი არჩევანის წინაშე დააყენა: ან შვილზე უნდა ეთქვა უარი ან - ცოლზე. 
ასეთი შოკის მომგვრელი განცხადება ქალმა იმით ახსნა, რომ თურმე სომხური ტრადიციის თანახმად, ასეთი ბავშვის ქვეყნად მოვლინება მთელი ოჯახის სირცხვილად მიიჩნევა. 

დედამ შვილის ნახვაზე და მასთან მიკარებაზეც უარი თქვა. 
სემუელმა განაცხადა, რომ როდესაც ექიმმა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აუწყა, შოკში ჩავარდა, თუმცა, ბავშვზე უარის თქმა აზრადაც არ მოსვლია. 

როდესაც მამამ ბავშვის დედასთან მიყვანა განიზრახა, ქალმა ყვირილი დაიწყო და დაემუქრა. მოითხოვდა, რომ ქმარი არ მიახლოებოდა. 
ერთი კვირის შემდეგ რუზანამ განქორწინებაზე განცხადება შეიტანა. სემუალმა კი ფულის შეგროვება დაიწყო, რომ სასომხეთიდან სამშობლოში დაბრუნება მოეხერხებინა. 

საამისოდ, ინტერნეტში გვერდი გახსნა, სახელწოდებით - Bring Leo Home  და 24 საათში 100 ათას დოლარზე მეტი მოაგროვა. 
პატარა ლეოს მამა ამ ფულით სახლს იყიდის და შვილის აღზრდაზე იზრუნებს. ასევე, მისი თქმით, დაეხმარება სასომხეთში მცხოვრებ იმ ოჯახებს, რომლებიც დაუნის სინდრომით დაბადებულ შვილებს ზრდიან. 


GzaPress


GzaPress


GzaPress