ქორწილში ცოლ-ქმარი დაიღუპა - ტრაგედია სიღნაღში

სიღნაღის რაიონ სოფელ ტიბაანთან გუშინ მომხდარ ავტოკატასტროფას ორი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, გარდაცვლილია ცოლ-ქმარი, ასევე დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ქორწილში სტუმრად იმყოფებოდნენ.


როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.