„კვირაში 5 კილოგრამს ვიკლებ“, - მომღერალ ნინო ჩხეიძის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერილ ამ სტატუსს დიდი გამოხმაურება და დაინტერესება მოჰყვა.
როგორც აღმოჩნდა, ნინო ჩხეიძემ მართლაც დაიწყო დიეტა პროფესიონალის რჩევების გათვალისწინებითა და უშუალო ზედამხედველობით და შედეგით ძალიან კმაყოფილია. როგორც პოპულარულმა მომღერალმა „აფხაზეთის ხმას“ უთხრა, დიეტოლოგ ლაშა უჩავას მიერ შედგენილი დიეტა არც ორგანიზმს ფიტავს და არც რთულად დასაცავია.
ნინო ჩხეიძე სიამოვნებით დაგვთანხმდა, დიეტა „აფხაზეთის ხმის“ მკითხველისთვის გაგვეცნო.
მაშ ასე, ნინო ჩხეიძის დიეტა, კვირაში 5 კგ-ს დაკლების პერსპექტივით:
10:00 - ორი ცალი ორცხობილა, 50 გრ. ყველი.
12:00 – ერთი იოგურტი, 1,5%
14:00 - ორი ცალი კიტრი, პომიდორი, მწვანილი, 50 გრ. ყველი.
16:00 – 1 ცალი ე.წ. სიროკი.
18:00 – 2 ცალი ვაშლი.
20:00 – ერთი იოგურტი 1,5%.
დღეში 2 ლიტრი წყალი.