რა არის კუნილინგუსი და როგორ გავხადოთ ის დაუვიწყარი




კუნილინგუსი - ორალური სექსის ნაირსახეობაა, მისი ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმაა - კლიტორის კოცნა, წოვა, ლოკვა ან მსუბუქი კბენა, რასაც შესაძლებელია თან სდევდეს საშოში შეყვანილი თითების წინ და უკან მოძრაობა.კუნილინგუსის კიდევ ერთი ფორმაა ქალის სასქესო ორგანოების აღგზნება პირით ხმების გამოშვების საშუალებით. მასტიმულირებელი ფაქტორი ამ შემთხვევაში არის ვულვაზე მიდებული ტუჩების ვიბრაცია.


სექსის ზოგიერთი სახელმძღვანელო იძლევა რეკომენდაციას, რომ კუნილინგუსი უნდა დაიწყოს სასქესო ტუჩების და მთლიანად გენიტალიების ნელი და ნაზი ალერსით. ამისთვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას ენის წვერი, წინა ან ქვედა ნაწილი, აგრეთვე ცხვირი, ნიკაპი და ტუჩები, მოძრაობები შესაძლებელია იყოს ნელი ან სწრაფი, ერთგვაროვანი ან ქაოტური, ხისტი ან ნაზი, რაც დამოკიდებულია პარტნიორების გემოვნებაზე. შეიძლება აგრეთვე გასწორებული ან მოძრავი ენის საშოში შეყვანა. კუნილინგუსს შესაძლებელია თან სდევდეს საშოში თითების ან ეროტიული სათამაშოების შეყვანა, რაც იძლევა იმავდროულად G წერტილის სტიმულირების საშუალებას. კუნილინგუსის დროს შესაძლებელია გადაცემული იქნას სხვადასხვა ინფექციური ან ვენერიული დაავადება, როგორებიცაა ათაშანგი, ჰეპატიტი, ჰერპესი და სხვ. დაავადებებისგან თავის დასაცავად რეკომენდირებულია ლატექსის ხელსახოცების გამოყენება.

იმისთვის რომ კუნილინგუსი იყოს დაუვიწყარი , არ მოერიდოთ ექსპერიმენტებს მის დროს, გამოიყენეთ მენთოლის საღეჭი რეზინი ან/და კანფეტი რათა ის გახადოთ უფრო სექსუალური, გარდა ამისა კარგი იქნება თუ ორივე თქვენგანი ორალური სექსის დაწყებამდე, ერთ ჭიქა წითელ ღვინოს დალევთ. ეს მოდუნებაში და გრძნობების გამოთავისუფლებაში დაგეხმარებათ. მოდუნებაში ასევე დაგეხმარებათ მუსიკა.ორალური სექსის დროს მამაკაცები სხვანაირად უნდა მოიქცნენ. ენით უნდა გააკეთონ ნაზი, მჩატე წრიული მოძრაბები, მაგალითად მოხაზონ რვიანები.

წყარო: cacao.cp.ge