სამორი ბალდე შეყვარებულია - ტელეწამყვანის რჩეული სოფო ბარნოვია

ტელეწამყვანი და მუსიკოსი სამორი ბალდე ყოველთვის თინეიჯერი გოგონების ყურადღების ცენტრშია. სამორის პოპულარობა ''ცეკვავენ ვარსკვლავებში''გამარჯვების შემდეგ გაიზარდა, მაგრამ ინტერვიუებში პირად ცხოვრებაზე არასოდეს საუბრობდა. 

ბოლო დროს კი, ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე საერთოდ უარი თქვა. თუმცა როდესაც პოპულარობის პიკში იყო, პრესისთვის მისი ერთი რომანი საჯარო მაინც გახდა.


ქალაქში აქტიურად საუბრობდნენ სამორის და მომღერალ სალომე კორკოტაშვილის სიყვარულზე. მაშინ ამბობდნენ, რომ წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვარდა და ყვითელი პრესა მათ ქორწილსაც ელოდებოდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა და ერთმანეთს დაშორდნენ. სალომემ ამაზე საჯაროდ ერთ-ერთ შოუშიც ისაუბრა. 

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვანი შეყვარებულია, თუმცა მისი რჩეულის ვინაობა საიდუმლოდ დარჩა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, სამორის რჩეული სოფო ბარნოვია. გოგონას სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული და წყვილი ერთად ბევრ დროს ატარებს. სოფო ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ინფორმაციის გადამოწმება პირველად სამორისთან ვცადეთ, მაგრამ მან არც ჩვენ სატელეფონო ზარებს უპასუხა და არც მესიჯს. 

მოგვიანებით, ''ფეისბუქზე'' სოფო ბარნოვს მივწერეთ, რომ ამბობენ, რომ სამორი ბალდე ძალიან ლამაზ გოგონაზეა შეყვარებული და ეს გოგონა სოფოა, მაგრამ ბარნოვმა კომპლიმენტისთვის მადლობა გადაგვიხადა და მოგვწერა, რომ პირად ცხოვრებაზე არ საუბრობდა. 

ფაქტია, რომ სამორის ამ თემაზე საუბარი არ სურს, სოფომ კი გავრცელებული ინფორმაცია არ უარყო, თუმცა არც საუბრის სურვილი გამოუთქვამს.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის''საიტისთვის