"16 000 უკრაინელი გოგო მთელ საქართველოს ეყოფა ბედნიერებისთვის"

"ზაზა ბურჭულაძე, ერეკლე დეისაძე, ზურაბ ქარუმიძე და სხვა ნაძირლები რომ არიან, მაგისთანა ქართველებს ნებისმიერი სხვა ეროვნების ადამიანი მირჩევნია"

"ნეტა ისე მოხდეს, რომ ამ გოგოებთან ქართველმა ბიჭებმა ოჯახი შექმნან, უკრაინელის და ქართველის ნაჯვარი ულამაზესი ქმნილება იქნება"

"წყეულიმც იყოს ეგ ფესტივალი, თუ ამ გართობაში მარიხუანა იგულისხმება"


ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუსიკალურ ფესტივალზე, რომელიც ზაფხულში ანაკლიაში იგეგმება, 16 000 უკრაინელი გოგონა ჩამოვა. ამან ქართველ მამაკაცებში დიდი სიხარული გამოიწვია. ამ თემაზე კომენტარი მსახიობ გივი სიხარულიძეს ვთხოვეთ: 

- ცუდი ნამდვილად არ იქნება. პირიქით, წარმოიდგინეთ, რა კარგი სანახავი იქნება ამდენი ლამაზი გოგო ერთად. 16 000 უკრაინელი გოგო მთელ საქართველოს ეყოფა, რომ ბედნიერი იყოს და გეტყით რატომაც: ნეტა ისე მოხდეს, რომ ამ გოგოებთან ქართველმა ბიჭებმა ოჯახი შექმნან. ულამაზესი ბავშვები შეეძინებათ, უკრაინელის და ქართველის ნაჯვარი ულამაზესი ქმნილება იქნება. ასეთ ფაქტს ნამდვილად მივესალმები.

- როგორ ფიქრობთ, ამ 16 000 გოგონადან რამდენი იქნება ისეთი, რომელიც ქართულ ოჯახს შეეფერება?

- წესიერი და გათახსირებული ყველა ერს ყავს და ყველგან მოიძებნებიან. ჩვენ რომ ახლა მწერალი ბიჭები გვყავს: ზაზა ბურჭულაძე, ერეკლე დეისაძე, ზურაბ ქარუმიძე და სხვა ნაძირლები რომ არიან, მაგისთანა ქართველებს ნებისმიერი სხვა ეროვნების ადამიანი მირჩევნია. 

- როგორც წესი, ასეთ მუსიკალურ ფესტივალებზე იმისთვის ჩამოდიან, რომ უბრალოდ გაერთონ და ხშირად მოიხმარენ მარიხუანას...

- თუ ამ გართობაში მარიხუანა იგულისხმება, მაშინ წყეულიმც იყოს ეგ ფესტივალი. თუ საქართველო მაგ დონეზე დაეცა, რომ მუსიკალური ფესტივალების დროს მარიხუანა გახდა საჭირო, წყეული იყოს ყველა ასეთი ფესტივალი და მისი ყველა მომწყობიც.

- როგორ ფიქრობთ, ფესტივალის დამთავრების შემდეგ ექნებათ ამ გოგოებს მეორედ ჩამოსვლის სურვილი?

- ჩვენ ისეთი მასპინძლები ვიქნებით, ეგენი ბედნიერები წავლენ აქედან. ჩემ ახალგაზრდობაში რომ ჩამოსულიყო ამდენი უკრაინელი გოგო, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებოდა.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)