მედიკამენტები გაძვირდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია , "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჭიაბერაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე მიაწოდა.
მისი თქმით მედიკამენტებზე ფასმა ზოგ შემთხვევაში 5, ზოგ შემთხვევებში კი 15-20%-ით მოიმატა.
"საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, დამოუკიდებელი ექსპერტების და ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადასტურდა, რასაც ჩვენ განვლილი დღეების განმავლობაში ვამტკიცებდით და რასაც კატეგორიულად უარყოფდა ჯანდაცვის სამინისტრო. საქართველოში წამლები გაძვირდა და ეს ძალიან კარგად იცის ყველა იმ ოჯახმა, რომელსაც რამდენიმე ასეული ლარის მედიკამენტი სჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ყურად იღოს ჩვენი შეთავაზებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გადაეწყოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ისე, რომ მან მოსახლეობის მოთხოვნებს უპასუხოს. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, მთლიანად მედიკამენტებზე 5 პროცენტით არის ფასი მომატებული, ყველაზე საბაზისო მედიკამენტზე, რომელსაც ფართოდ მოიხმარს ჩვენი მოსახლეობა, არის ფასების მატება. არ არის ოჯახი, რომელსაც ეს ძირითადი დასახელების წამლები არ სჭირდებოდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ დავაფიქსირეთ ფასების ზრდა, არა მარტო 5 პროცენტით, არამედ 15-20 პროცენტითაც", - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
http://primetimenews.ge/
http://primetimenews.ge/