როგორ ასახიერებდნენ სექსის სცენებს 10-12 წლის ბიჭები თბილისის ერთ-ერთ უბანში

ერთ-ერთმა რესპონდენტმა, რომელიც ორი ბიჭის დედაა და თბილისის ერთ-ერთ  დიდ დასახლებაში ცხოვრობს, mshoblebi.ge-ს იმ საგანგაშო ინცინდენტის შესახებ უამბო, რომელიც მან საკუთარი თვალით იხილა მისი კორპუსის წინ მდებარე ავტოფარეხებს მიღმა.


„ორმა ბიჭმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ერთი მათგანი ალბათ 10-ის, მეორე კი 12 წლის იქნებოდა... უფროსმა პატარა ჯერ ზემოდან დაისვა, მერე დააწვინა და ზემოდან დააჯდა, რამდენჯერმე გაიმეორეს ეს სცენა, მივხვდი, სექსს ასახიერებდნენ. უფროსი უფრო აქტიურობდა, როგორც ჩანს, მას ჰქონდა ნანახი მსგავსი სცენები.


მერე ვიღაცამ დაუყვირა და გაიქცნენ, თუმცა შორს არ წასულან, უბრალოდ, სხვა ადგილი მოძებნეს და იგივე განაგრძეს. გამწარებული ჩავედი ეზოში... იქვე მჯდომ გამყიდველ ქალებს მოვუყევი, რაც დავინახე. მათგან გავიგე, თურმე იმ ბავშვების დედები მუშაობენ და დილიდან საღამომდე ბავშვები ქუჩაში არიან გამოსული.

რას აკეთებენ და სად დადიან, პატრონმაც არ იცისო, ასე მითხრეს. დღემდე ვერ გამოვსულვარ შოკიდან, მას მერე ჩემს შვილს ეზოში მარტო ვეღარ ვუშვებ,“ - აღნიშნა ქალბატონმა.

რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მოზარდებზე პორნოგრაფიულმა კონტენტმა,  ერთ-ერთი პორნოჟურნალის ყოფილი რედაქტორის, მარტინ დობრინის კვლევა  ნათლად ასახავს.

მარტინ დობრინმა მკითხველთა აუდიტიაზე რამდენიმეწლიანი დაკვირვების შემდეგ განაცხადა, რომ პორნოგრაფიამ მოზარდების მთელ თაობას დაუნგრია ცხოვრება. დობრინი ყველა მშობელს მოუწოდებს,  აკონტროლონ შვილების თავისუფალი დრო და დაიცვან ბავშვები პორნოგრაფიის საშინელი გავლენისგან.

დობრინი შოკირებული დარჩა ნორმალურ ოჯახებში აღზრდილი 14-15 წლის მოზარდების გამოკითხვით, რადგან ამ ბავშვებმა პორნო-ტერმინოლოგიის საოცარი ცოდნა გამოავლინეს. „ეს ბავშვები გაწონასწორებულნი, ჭკვიანები და აზრიანები იყვნენ. სკოლაშიც კარგად სწავლობდნენ და სპორტშიც მიღწევები ჰქონდათ. წესიერ ოჯახებშიც იზრდებოდნენ. 

ყველაზე საშინელი ისაა, რომ მათ მიერ პორნოფილმებში ნანახმა ქალის კონტენტმა სამუდამო დაღი დაასვა ამ ბიჭების წარმოდგენას გოგონების შესახებ. ბიჭები იმედგაცრუებას და გაუცხოებას განიცდიდნენ თანატოლ გოგონებთან ურთიერთობისას, რადგან მათი გელფრენდების სხეული ფილმებში ნანახ პორნო-ვარსკვლავთა სხეულებს არ ჰგავდა. შედეგად მათ სქესობრივ კავშირსა და პარტნიორულ ურთიერთობებზე დამახინჯებული წარმოდგენა ჩამოუყალიბდათ", - აცხადებს დობრინი.




http://mshoblebi.ge/kaleidoskopi/