საფრანგეთში მცხოვრები ხელოვანი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში მსახიობ დებორა დე რობერტის შესახებ წერს, რომელმაც ამაღლების დღესასწაულზე პარიზის დორსეს მუზეუმში თავისი სასქესო ორგანოს ექსპოზიცია მოაწყო.
„ოქროს კაბაში გამოწყობილი არტისტი დებორა დე რობერტი გუსტავ კურბეტის ცნობილი ტილოს, „სამყაროს საწყისის“ წინ შუბერტის „ავე მარიას“ ფონზე დაჯდა, ფეხები გაშალა და ნახატზე გამოსახული მოდელის მსგავსად თავისი სასქესო ორგანოს ექსპოზიცია მოუწყო მუზეუმის დამთვალიერებლებს. ის რა თქმა უნდა პოლიციამ დააკავა საზოგადოებრივ ადგილზე ეგზიბიციონიზმისათვის“, - წერს პაატა ქურდაძე.
მისივე თქმით, როგორც ჩანს იუთუბზეც იდო ვიდეო, სადაც მუზეუმის პერსონალი თხოვს მსახიობმა შეწყვიტოს პერფომანსი, მაგრამ ვიდეო სასწრაფოდ მოხსნეს.
„ისე, კაცმა რომ თქვას, რა მოხდა ისეთი, ნახატი გააცოცხლა.. თან მუზეუმში, მაშინ ნახატიც ჩამოხსნან.. მთლად მორალურად არც ის გამოიყურება. :) მოკლედ თავის დროზე, რომ გუსტავ კუბერტი შეეჩვენებინათ, შავ წიგნში შეეტანათ, ეს ტილო კი იმის ნაცვლად რომ იმპრესიონისტების მუზეუმში დაეკიდათ - დაეწვათ, ეს ამბავი არ მოხდებოდა.
ასე იცის ტრადიციების დავიწყებამ და გადაგვარებამ. მე, რომ მკითხოთ ფიროსმანის მარგარიტაც ჩამოსახსნელია. ე, მანდ ვინმე დაბოლილმა აკადემიის სტუდენტმა გოგომ მკერდი არ მოიშიშვლოს მის წინ :):)“ - წერს ხუმრობით ქურდაძე.