"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩვენს მარნეულის კანდიდატს ახმედ იმამკულიევს უარი უთხრა რეგისტრაციაზე. ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას შანსი ჰქონდა ქვეყნის ნამუსი გამხდარიყო. დღეს ის ქვეყნის სირცხვილია. ეს არა მარტო უკანონო, ეს უზნეო გადაწყვეტილებაა" - ამ განცხადებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაცია გაუუქმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს. ამ ფაქტს წინ უძღოდა პარტიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც ცესკოს და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უარყოფითად შეფასდა.