"შვიდი ადამიანი პოლიციის თანამშრომლებს დაუნდობლად სცემდა" - რა მოხდა მეტრო "რუსთაველში"?


მეტროსადგურ „რუსთველში“ მომხდარი ჩხუბის გამო პოლიციამ სამი პირი დააკავა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით არის აღძრული, რაც პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას და ძალადობას გულისხმობს. 

ჩხუბი გუშინ, გვიან ღამით მეტრო „რუსთაველში“ მოხდა. პატრულის თანამშრომლებს ფიზიკურად ახალგაზრდები გაუსწორდნენ. ახალგაზრდებისგან შემდგარი ჯგუფის შეჩერება მოქალაქეებმა სცადეს.თვითმხილველების ინფორმაციით, დაახლოებით შვიდი ადამიანი პოლიციის თანამშრომლებს დაუნდობლად სცემდა. 


"თავდამსხმელებიდან ორი, ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოუშვეს. მომხდარის გამო მეტრო „რუსთაველში“ მოძრაობა შეჩერდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა" - აცხადებენ თვითმხილველები.