ნამდვილად გაოგნებული დავრჩი,ამას კი აღარ ველოდი

დღეს,10 ივნისს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 13 საათზე დანიშნული მქონდა ბრიფინგი წინა საარჩევნო დარღვევებსა და ასევე აჭარაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით,ნამდვილად გაოგნებული დავრჩი,ამას კი აღარ ველოდი,მიუხედავად იმისა თითქმის ყველა გაზეთი და ტელევიზია მყავდა გაფრთხილებული და ყველამ თანხმობა განმიცხადა და თითქმის ყველა იქ იყო მოსული (პარალერულად კობა ჩხეიძე მართავდა ბრიფინგს) არცერთი ჟურნალისტი არ დაესწრო ჩემს ბრიფინგს თუ არ ჩავთლით ტვ–25–ს, ჟურნალისტებმა განმიცხადეს რომ ჯერ დაესწრებოდნენ კობა ჩხეიძის ბრიფინგს და ამის შემდეგ ჩემსას, მე გადავწყვიტე დავსწრებოდი ჩხეიძის ბრიფინგს,მოულოდნელად ჩემთან მოვიდა ტვ–25–ის ჟურნალისტი და განმიცხადა რომ მცირე დარბაზში იწყებოდა ჩემი ბრიფინგი,სადაც როგორც ზემოთ მოგახსენეთ მხოლოდ ესწრებოდა ტვ–25–ის გადამღები ჯგუფი.

საფუძვლიანი ეჭვი გამიჩნდა,რომ აჭარის ხელისუფლების მიერ ყველა ჟურნალისტი დაბლოკილია,რომ არ გააშუქონ ჩემი სამართლიანი განცხადებები,არ გაიგოს ხალხმა სიმართლე და სიცრუეში ყავდეთ აჭარის მოსახლეობა. ჟურნალისტს ჩემთან საუბარში წამოცდა,რომ ჩემს მიერ სოციალურ ქსელში გაშუქებული ინფორმაციებს ფლობდა,რომელიც მე დღეს გავავრცელე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის აჭარაში სტუმრობის ირგვლივ,ასევე განვაცხადე რომ აჭარის ხელისუფლებამ მობილიზაცია გააკეთა და სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოიყვანა მოქალაქეები,რათა შეევსო ერას მოედანი., რაც კიდე ერთხელ ადასტურებდა აჭარის ხელისუფლების უგნურობას,ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს,რომ არა აჭარის ხელისუფლების უნდობლობა საკუთარი მოსახლეობის მხრიდან,რაში დასჭირდებოდა რეგიონებიდან ხალხის მობილიზაცია,მთელი ბათუმი გამოვიდოდა მის დასახვედრად და გარდა ერას მოედნისა ქუჩებში ტევა არ იქნებოდა.
ჩემო საყვარელო ბათუმელებო! ,კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ სიფხიზლისაკენ, ნუ მოიხიბლებით პომპეზური შეხვედრებით,ძვირად ღირებული რეკლამებით და ცრუ დაპირებებით. ყველანი მოდით 15 ივნისს არჩევნებზე და ცივი გონებით და საღი აზრით გამოხატეთ თქვენი აზრი,შემოხაზეთ ღირსეული კანდიდატი,რომელიც თითოეული ბათუმელის საქმეს გააკეთებს და არა რომელიმე ხელისუფლების მართული იქნება, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული,თქვენ ირჩევთ თქვენს მომავალს, აბა თქვენ იცით ჩემო ბათუმელებო,თქვენი დიდი იმედი მაქვს!!! დავამთავროთ ყველამ ერთად თავის მოტყუება და ნუ ვიცხოვრებთ სიცრუეში!!!


ეთერ ჯორთმენაძე