ქალმა, რომელმაც 80 კილოგრამი დაიკლო, დაკიდებული კანი არ დამალა

ამერიკელი ბრუკ ბირმინგემი ნამდვილ გმირად შერაცხეს, რადგან მას მერე, რაც 80 კილოგრამი დაიკლო და მკვეთრად გახდა, არ დამალა გახდომის თანმდევი შედეგი - მუცელზე ჩამოკიდებული კანი და თამამად გამოაჩინა სოციალურ ქსელში. 


ბოიფრენდთან დაშორების შემდეგ ბრუკი დეპრესიაში ჩავარდა, ორცხობილებს მიეძალა და ძალოიან გასუქდა. თუმცა მალე მიმართა დახმარებისთვის ერთ-ერთ კლუბს, სადაც მიზანს მიაღწია. მერე კი ფოტოები გადაიღო და საყოველთაო პოპულარობაც მოიპოვა ასეთი ნაბიჯისთვის