ნუკა კვალიაშვილის სკანდალური განცხადება


„ადამიანის ცუდად ყოფნაზეც პიარს იკეთებენ ეს ახ..რები"

„მხოლოდ საქართველოში–ადამიანის ცუდად ყოფნაზეც პიარს იკეთებენ ეს ახ***ები. ფუი, სამარცხვინოებო..."-წერს ეკა კვალიაშვილის შვილი ნუკა სოციალურ ქსელში... 

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი ქართველ მომღერალს ეკა კვალიაშვილს ექიმებმა, რამდენიმე თვის წინ ნეიროვირუსის დიაგნოზი დაუსვეს.

მომღერალს სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლა სჭირდებოდა. მის დასახმარებლად ეკა ხოფერიამ სპეციალური გადაცემა გააკეთა, საკმაო თანხაც შეგროვდა. თუმცა, როგორც ირკვევა ეკას, შეგროვილი თანხის მიზერული ნაწილი გადაეცა.


ნუკა კვალიაშვილი: „ბევრი მეკითხება, ეკა როგორ არის. ძალიან, ძალიან მალე დაგიწერთ ყველაფერს რა და როგორ არის. ასევე გაგიმხელთ „ჯეოსელის“, „ბილაინის“ და „მაგთის“ სირცხვილს.

ეჰ, რამდენი რამე უნდა მოვყვე, თქვენ არც კი იცით. ასევე მოტყუებული ხალხის ამბებსაც გეტყვით, რომლებსაც ეგონათ, რომ დასახმარებლად ჩარიცხეს ფული და ეს ფული დღემდე არ ჩარიცხულა ეკასთან და ბევრს ენა გადმოგდებული, რომ აქვს და ტლიკინებს, მოგაკეტინებთ ყველა ეგეთს ძალიან მალე.

„მხოლოდ საქართველოში–ადამიანის ცუდად ყოფნაზეც პიარს იკეთებენ ეს ახ***ები. ფუი, სამარცხვინოებო...“