ქუთაისელი გოგონა, რომელსაც ანჯელინა ჯოლის ამსგავსებენ, "მისის პლანეტის" გამარჯვებული გახდა. კონკურსი სპეციალურად დაოჯახებული, განქორწინებული და ქვრივი ქალბატონებისთვის ტარდება. მონაწილეთა ასაკი 18-40 წლამდეა. ივნისის ბოლოს, ეკა ბულგარეთში, ფინალურ ღონისძიებაზე საქართველოს წარადგენს.