სასწაული ავარია, რომელშიც ხუთი ავტომობილი მოყვა, ვიდეორეგისტრატორმა გადაიღო

პოლიციელები სწავლობენ მოსკოვში, 9 ივნისს ვიდეორეგისტრატორით გადაღებულ ავარიას, რომელშიც ხუთი ავტომობილი მოყვა.

კადრებზე ჩანს როგორ ცდილობს "ფოლკსვაგენ-პოლოს" მძღოლი გზაჯვარედინზე შუქნიშნის წითელ სიგნალზე დიდი სისწრაფით გავლას. შემდეგ ავტომობილი "ფოლკსვაგენ-პასატს" ეჯახება, დარტყმის შემდეგ კი "კიასა" და "ჰიუნდაის" ავტომობილებს აზიანებს.


ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თავად ავარიაში დამნაშავე დაშავდა. თავის ტრავმის დიაგნოზით მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი კიდევ ორმა ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილემ სამედიცინო დახმარებას მიმართა.