მარლენ დიტრიხის სილამაზის საიდუმლო: არაჟნის ნიღაბი "გედის ბუმბული"

ცნობილია, რომ თავისი მომხიბვლელობითა და ქალურობით ცნობილი მარლენ დიტრიხი ღრმა მოხუცებულობამდე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, - არ ჰქონდა ნაოჭები, არ ჰქონდა შეცვლილი სახის კონტური, რაც ყველაზე მეტად აბერებს სახეს. 
დიტრიხი არ მალავდა, რომ თავს კარგად უვლიდა, მაგრამ რას იყენებდა, საიდუმლოდ ინახავდა. მისი სიკვდილის შემდეგ მისმა მოახლემ გასცა მისი საიდუმლო. ეს იყო ნიღაბი, რომელსაც ის ყოველდღიურად სახეზე ისვამდა. დიტრიხი ამ ნიღაბს "გედის ბუმბულს" ეძახდა. ეს ნიღაბი ნორმალური და მშრალი კანისთვისაა განკუთვნილი. 


ნიღბის მომზადება: აიღეთ 2 ს/კ არაჟანი ( საჭიროა კარგი ხარისხის), დაუმატეთ 1 ჩ/კ კვერცხის გული, 1 ამპულა ვიტამინი "ე" (ზეთოვანი), 1 ჩ/კ გლიცერინი, ნახევარი ჩ/კ ლიმონის წვენი, 1 ჩ/კ არაყი (და არა სპირტი). ყველაფერი კარგად აურიეთ და სახეზე სქელ ფენად დაიდეთ. ნიღაბი სახიდან არ უნდა იღვენთებოდეს; რამდენიმე გაკეთების შემდეგ თქვენ მიხვდებით, თუ როგორი უნდა იყოს ნიღბის კონსისტენცია. ხშირად ზედმეტი კვერცხის გული მას ძალიან ათხელებს, ამიტომ თავდაპირველად ის ნელ-ნელა დაუმატეთ. 

სახეზე 30-45 წუთით გაიჩერეთ და თბილ წყალში დასველებული რბილი კოსმეტიკური ღრუბლით ჩამოიბანეთ. წყალი ცხელი არ უნდა იყოს, რადგან ამ შემთხვევაში ფორები ისევ ამოირეცხება და ამოშრება; დარჩენილი მასა 23 დღის განმავლობაში მაცივარში შეინახეთ და შემდეგ მოიხმარეთ. ამ ნიღბის გაკეთების შემდეგ 23 დღე შეისვენეთ და შემდეგ ისევ იხმარეთ.