ინციდენტი თბილისის სექს-დაწესებულებაში: მომსახურებისას მამაკაცმა ფეხი იღრძო

Ambebi.ge-ს მოსწერა მამაკაცმა, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ უბანში არსებული მასაჟის დაწესებულებას ესტუმრა. მისი მონათხრობის მიხედვით, მომსახურება, რომელიც კლიენტსა და პერსონალს შორის მასაჟის კეთებით დაიწყო, სექსით გაგრძელდა...

თბილისში, ბოლო წლებში მომრავლდა დაწესებულებები, რომლებიც კლიენტებს ტაილანდურ მასაჟს სთავაზობენ, მაგრამ შეთავაზების პაკეტი ისეთ მომსახურებასაც გულისხმობს, რომელიც "მასაჟის მენიუს" ჩამონათვალში არ წერია...
ცნობილია, რომ თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე არსებული მასაჟის დაწესებულებების დიდი ნაწილი არა პროფესიონალი ტაილანდელი მასაჟისტებით, არამედ სექს-მუშაკებით არის დაკომპლექტებული; მეტიც, ზოგ მათგანში ტაილანდელ პერსონალსაც კი ვერ იხილავთ. 


Ambebi.ge-ს მისწერა მამაკაცმა, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ უბანში არსებული მასაჟის დაწესებულებას ესტუმრა. მისი მონათხრობის მიხედვით, მომსახურება, რომელიც კლიენტსა და პერსონალს შორის მასაჟის კეთებით დაიწყო, სექსით გაგრძელდა...

მამაკაცი ამბობს, რომ ტაილანდური მასაჟის დაწესებულებაში მას უზბეკი გოგონა მოემსახურა, რომელმაც მასაჟის კეთების პროცესში სექსი შესთავაზა. მისი თქმით, შეთავაზება მასაჟისა და სექსის ერთგვარ ექსტრემალურ სინთეზს გულისხმობდა, თუმცა სასიამოვნო გართობა დიდი უსიამოვნებით დასრულდა. საქმე ის არის, რომ უზბეკი გოგონას ერთ-ერთი "ილეთის შესრულებისას" მამაკაცმა ფეხი იღრძო, რასაც ჩხუბი და აყალ-მაყალი მოჰყვა.
წყარო: ამბები.ჯი