მიხეილ სააკაშვილი აღიარებს, რომ ბაქოდან ქეში გადმოჰქონდათ


საქართველოს ექსპრეზიდენტი აღნიშნულ საკითხზე ჯერ კიდევ მარტში, გიორგი გაბუნიას “არჩევანში” საუბრობს.
“ეხლა ამბობენ, გაიქცენო, ვინ გაიქცა? ხეთაგური გავაგზავნე ბაქოში, რომ გადმოეტანა საწვავი, ერთი, მგონი სუბელიანი სადღაც, რომ წამოეღოთ იქედან ქეში ტომრებით და ყველა ფართხა-ფურთხით დაბრუნდა უკან, ყველა უცხოეთში იყო”, - განაცხადა სააკაშვილმა.



შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძე და ირმა ნადირაშვილი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ფულადი თანხის გამო დააკავეს, თუმცა თბილისში ჩამოსულმა დეპუტატებმა ფაქტი უარყვეს და მომხდარს გაუგებრობა უწოდეს.