დავით ნარმანია:შეგვეძლო მანამდეც დაგვესახელებინა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატურა

"ქართული ოცნების" მერობის  კანდიდატის,დავით ნარმანიას ინფორმაციით, კოალიცია "ქართულიოცნების" საკრებულოს თავმჯდომარეობის  კანდიდატის ვინაობა არჩევნებამდე ცნობილი არ გახდება.
 " უნდა დაველოდოთ მოვლენებს. მთავარია, რომ არჩევნები დასრულდეს და ამის შემდეგ არსებობს პროცედურები, რომლის მიხედვითაც უნდა იქნას საკრებულოს შემადგენლობიდან თავმჯდომარე შერჩეული.ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები და შედეგები მოგვიანებით იქნება ცნობილი.
ჩვენ შეგვეძლო მანამდეც დაგვესახელებინა კანდიდატურა, თუმცა არარეკომენდირებულია. მნიშვნელოვანია, რომ ჯერ არჩევნები ჩატარდეს, ავირჩიოთ როგორც პროპორციული სიითი შემადგენლობა, ასევე მაჟორიტარი დეპუტატები; კანდიდატი შეიძლება იყოს როგორც პროპორციული სიიდან, ასევე მაჟორიტარებიდანაც, ეს კანონმდებლობით ერთნაირად დაშვებულია. ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.