ორგანიზმის გაჯანსაღების 6 ოქროს ხერხი - თაფლი, ბრინჯი და აქტივირებული ნახშირი

ყველა ქალმა იცის, რომ გარეგნული სილამაზე ორგანიზმის შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ხალხური მედიცინა გვთავაზობს ორგანიზმის გაჯანსაღების მარტივ საშუალებებს:

1. ყოველდღე, ერთი თვის განმავლობაში, ძილის წინ, 1 ჩაის ჭიქა კისელი ან ფეტვის ბურღული მიირთვით. იგი შეგიძლიათ მიირთვათ უზმოზეც, საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე.


2. დღეში 3-ჯერ 3 კვირის მანძილზე მიიღეთ 10 აბი აქტივირებული ნახშირი წყალთან ერთად.

3. შეეცადეთ, მენიუ ძირითადად გაჯერებული იყოს ხილითა და ბოსტნეულით, ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ბულიონი, წვნიანი კერძები, ნატურალური წვენები, მინერალური წყალი და კეფირი. ასეთი დიეტის დაცვა სასურველია ერთი კვირის განმავლობაში.

4. ორ კვირაში ერთხელ ორგანიზმის განტვირთვისთვის მიიღეთ ბოსტნეულის წვენები.

5. დილა დაიწყეთ 1 ჩაის ჭიქა ადუღებული ლიმონიანი წყლით ან 2 კოვზ ვაშლის ძმარს დაუმატეთ 1 კოვზი თაფლი და უზმოზე მიირთვით.

6. კვირაში ერთხელ, მთელი დღის განმავლობაში, ბრინჯის დიეტა დაიცავით. ბრინჯი მიირთვით იმდენი, რამდენიც გსურთ, მხოლოდ უმარილოდ. შეგიძლიათ დაუმატოთ თაფლი, ხილი, ბოსტნეული გემოვნებით. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ხილის ჩირიც, რომელიც არაჩვეულებრივ არომატს მისცემს ბრინჯს.