რას აცქერდებიან კაცები ქალების გარეგნობაში?

თუ ფიქრობთ, რომ კაცებს ლამაზი თვალის ჭრილის, ან დახვეწილი სახის ნაკვთების გამო მოსწონხართ, ძალიან ცდებით.


ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ კაცები პირველ პაემანზე ქალების სახის ნაკვთებით არ ინტერესდებიან და ყველაზე მეტად მკერდსა და თეძოებს აცქერდებიან.

ნებრასკას უნივერსიტეტის მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და მამაკაცების გარკვეული ჯგუფი 


შეკრიბეს. კაცების ნაწილს გოგონების ფოტოები დაურიგეს, ნაწილი კი ქუჩაში გაუშვეს. მათ აინტერესებდათ, როგორი გოგონები მიიქცევდნენ მათ ყურადღებას. ძლიერმა სქესმა ქალის დათვალიერება მკერდითა და წელით დაიწყო. მსგავსი დამოკიდებულებაა ქალებშიც - ისინიც გამვლელ გოგონას პირველ რიგში ტანზე აკვირდებიან და შემდეგ სახეს უყურებენ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.