„ამ სურათმა კიდევ უფრო კარგად დამანახა, რა შორს ვართ ამ ევროპისგან“

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქში“ უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს ინაუგურაციაზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ინაუგურაციას უკრაინის წინა პრეზიდენტები ესწრებოდნენ.

„ამ სურათში მეორე რიგი ბევრად საინტერესოა. იუშენკო, კუჩმა! ( რომელიც სხვათაშორის რევოლუციით შეცვალეს, ნარინჯისფერით) უკრაინა კი ქვეყანა სადაც ისტორიას პატივს სცემენ. ქვეყანა, რომელსაც არც პირველი პრეზიდენტი უმყოფებია დევნილობაში (რომელსაც საკუთარი ქვეყანა მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ აღირსეს)!
და არც წინამორბედი! ეს არის ევროპა და ამ სურათმა კიდევ უფრო კარგად დამანახა რა შორს ვართ ამ ევროპისგან! პოლიტიკური თამაშის ელემენტალური წესებიც კი არ ვიცით!“, - წერს ჟორჟოლიანი.